სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2017 წლის 17 აგვისტო ქ. სამტრედია |
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ. მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
2. ეს წესი აწესრიგებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალურ მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, იურიდიული პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა მუნიციპალური ნარჩენი.
3. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
4. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
3. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.
4. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
5. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის
2. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
3. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
5. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცნობონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
6. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
3. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 121 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება-ტრანპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗
წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, და იურიდიულ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 ნოემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 ნოემბრის №49 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
დანართი №1დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
№
საწარმოების ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით ზომის ერთეული ნარჩენების წლური დაგროვებისნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№4): 12 თვეX10 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე) ლარი
1
2
3
4
5
1
სასურსათო და ყვავილების მაღაზიასამუშაო ფართის 1 მ2
0,65 0,5412
სუპერმარკეტისამუშაო ფართის 1 მ2
0,5
0,4163
მინიმარკეტისამუშაო ფართის 1 მ2
0,6
0,5
4
ელექტრო ტექნიკისა, და შერეული საქონლის მაღაზიასამუშაო ფართის 1 მ2
0.6
0.5
5
სამეურნეო, სამრეწველო და ზოომაღაზიასამუშაო ფართის 1 მ2
0.6
0.5
6
აფთიაქისამუშაო ფართის 1 მ2
0.6
0.5
7
ავეჯის სპეციალიზირებული მაღაზიასამუშაო ფართის 1 მ2
0,25 0.2088
შერეული საქონლის ბაზრობა ერთი ადგილი1.2
1.0
9
აგრარული ბაზარი ერთი ადგილი2.4
2.0
10
ყვავილების ბაზარი ერთი ადგილი 3,40 2,83311
საბითუმო ბაზრობასამუშაო ფართის 1 მ2
0,23 0,19112
საბითუმო საწყობისამუშაო ფართის 1 მ2
0.6
0.5
13
კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია ერთ დასაჯდომ ადგილზე2,0
1,6714
სარიტუალო დარბაზისამუშაო ფართის 1 მ2
0,25 0,20815
სასტუმრო მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 1,72 1,43316
სკოლა, ინსტიტუტი, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი ერთ მოსწავლეზე 0,04 0,03317
საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ერთ აღსაზრდელზე0.6
0.5
18
სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)სამუშაო ფართის 1 მ2
0,02 0,01619
ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)სამუშაო ფართის 1 მ2
0,16 0,13320
რკინიგზის სადგური, აეროპორტიღია ფართის 1 მ2
0,008 0,007დახურული ფართის 1მ2
0,08 0,0721
ავტოსადგურიღია ფართის 1 მ2
0,08 0,07დახურული ფართის 1მ2
0,25 0,2122
ფასიანი სადღეღამისო ავტოსადგომიფართის 1 მ2
0,02 0,01723
პარკირებაფართის 1 მ2
0,03 0,0324
კინოთეატრი, თეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0,05 0,0425
გასართობი-სათამაშო ბიზნეს ობიექტი, ტოტალიზატორი, სამორინე, დისკოთეკა, ღამის კლუბისაერთო ფართის 1 მ2
0.6
0.5
26
ინტერნეტ კაფესაერთო ფართის 1 მ2
0,34 0,2827
ავტოგასამართი სადგური/თხევადი აირით (სტაციონალური და არასტაციონალური) გასამართი სადგურისაერთო ფართის 1 მ2
0,04 0,03328
ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტო სამრეცხაოღია ფართის 1 მ2
0,02 0,02დახურული ფართის 1მ2 (სამუშაო ფართი)
0,14 0,1229
მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტისაერთო ფართის 1 მ2
0,21 0,1830
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცლელი პუნქტისაერთო ფართის 1 მ2
0,34 0,2831
სტადიონი, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულების ღია ტერიტორია და მანეჟი, სპორტ კლუბი, ფიტნეს კლუბი და საცურაო აუზები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)ღია საერთო ფართის 1მ2
0,01 0,008დახურული საერთო ფართის 1 მ2
0,08 0,0732
აბანო, საუნასაერთო ფართის 1 მ2
0,18 0,1533
სადალაქო, სილამაზის სალონები, კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრებიასერთო ფართის 1 მ2
0,46 0,3834
საცხობისამუშაო ფართის 1 მ2
0.36 0.3035
მშენებარე ობიექტი, სარემონტო სამუშაო (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა)საერთო ფართის 1 მ2
0,1
36
საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზაღია საერთო ფართის 1 მ2
0,02 0,017დახურული საერთო ფართის 1 მ2
0,1
0,0837
კინოთეატრები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივისაერთო ფართის 1 მ2
0,022 0,01838
საავადმყოფო, სამშობიარო სახლი ერთი საწოლი 1,157 0,9639
სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, დისპანსერი, ექიმისა და სტომატოლოგიური კაბინეტისაერთო ფართის 1 მ2
0,16 0,13340
პოლიკლინიკასაერთო ფართის 1 მ2
0.17 0.14141
მოხუცებულთა სახლი, ბავშვთა სახლი (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)საერთო ფართის 1 მ2
0.06 0.0542
კავშირგამბულობის ობიექტები (სატელეფონო სადგურები), ტელევიზია, ფოსტა და სადისტრიბიუციო ენერგო კომპანიები და მათი ფილიალების საოფისე ფართებისაერთო ფართი 1 მ2
0,15 0,12543
რკინიგზის ორგანიზაციები და საწარმოებისაერთო ფართი 1 მ2
0,18 0,1544
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწრმოო ნარჩენების გარდა)საერთო ფართი 1 მ2
0,04 0,0545
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესისაერთო ფართი 1 მ2
0,008 0,0146
ფერმები, სასათბურე და სანერგე მეურნეობებიღია ფართი 1 მ2
0,08დახურული ფართი 1 მ2
0,0547
სასაკლაოებისაერთო ფართი 1 მ2
0,5
48
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობასაერთო ფართი 1 მ2
0,5
0,416 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ.მ –
ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი);გ –
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);რ –
ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).დანართი №2
სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1. ზოგადი დებულებები