გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის,გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2022 წლის 31 ოქტომბერი ქ. გარდაბანი |
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობები (დანართი №1);
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №2);
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმა (დანართი №3);
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის ბარათის ფორმა (დანართი №4);
5. რეგისტრაციის (ცვლილების) ბარათის ფორმა (დანართი №5).
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთის ოდენობები
|
2. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეების და იურიდიული პირების დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის მონიტორინგს (ადმინისტრირებას) ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური.
2. იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის ერთი თვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები.
3. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილებაში.
4. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილებას.
5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღეს მომსახურების 50%-ზე მეტი.
6. მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნას სახელმწიფო ხაზინაში სახაზინო კოდზე – 300113189.
7. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახულ უნდა იქნას ერთი წლის განმავლობაში.
8. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას
2. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების იმ ფართობს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
6. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების შემდგომ შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
7. წინამდებარე ინსტრუქციის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ/მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს ან/და სარგებლობის გაუქმების შემთხვევაში მესაკუთრეს.
2. მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან, 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი;
გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი.
2. მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია მხარეთა შეთანხმებით გადამხდელს შეიძლება ეცნობოს სატელეფონო შეტყობინებით (SMS). იმ შემთხვევაში, თუ SMS შეტყობინება არ იქნა გაგზავნილი ან არ მიუვიდა დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, იგი არ თავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის თვის მოსაკრებლის ქვითრის გადაცემის პასუხისმგებლობა (დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში) ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სუფთა ქალაქს“.
|