თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2015 წლის 2 თებერვალი ქ. თერჯოლა |
ა) ასაშენებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარი;
ბ) ასაშენებელი კომერციული დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან გათავისუფლდეს:
ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია , დანართი №1 -ის შესაბამისად.
ა) ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,5 ლარი;
ბ) სამ და მეტ სულიან ოჯახებზე თვეში 1,5 ლარი;
გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც პერსონალურად, ინდივიდუალურად მოიხმარენ სანაგვე ურნებს საკუთარ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენებისათვის, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 25(ოცდახუთი) ლარი;
დ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც სარგებლობენ საერთო დანიშნულების სანაგვე ურნებით, თვეში მათ სარგებლობაში არსებული ფართის ყოველ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარი;
ე) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 15(თხუთმეტი) ლარი.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
ა) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3 000 ლარი;
ზ) კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 3000 ლარი.
2. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №3-ის შესაბამისად.
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი:
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი:
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი;
ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 500 ლარი;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 4500 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2500 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში –1000 ლარი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
4. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად.
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,30 თეთრი;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,60 თეთრი;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 1,20 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს,სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №5-ის შესაბამისად.
ა) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის №13 დადგენილება, (210.020.010.35.126.004.478, 2007 წელი, 3 აპრილი);
ბ) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016055).
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
2.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია თერჯოლის მუნიციპლაიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
ბ) მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპლიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მოსახლეობისათვის – მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
3. მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 1 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიახადოს წინასწარ.
7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.
8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
10. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) სულთა რაოდენობა(მოსახლეობისათვის);
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდევინების ვადა;
ვ) გადახდევინების ადგილი;
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.
4. გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში.
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. ინსტრუქცია აწესრიგებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები(ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
დ) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი თანხით.
3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების მოწყობის ადგილებში, სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მოწყობის(ორგანიზატორის) სახელზე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის(დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან შემოსავლების სამსახურში, ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
2. მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდისგან.
2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობა, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და
დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
2. მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.
5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციით შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა ნაკლები ოდენობა, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისიწნებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
6. ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ", ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის", „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი: ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი: ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის: ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი; ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი; ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 500 ლარი; გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლოფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი; გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი; გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლოფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 4500 ლარი; დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2500 ლარი; დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში –1000 ლარი.2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას. 4. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად.1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი II-III-IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის, შემდეგი ოდენობით:
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,30 თეთრი; ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,60 თეთრი; გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 1,20 ლარი. 2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს,სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №5-ის შესაბამისად.
ბ) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016055).
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესოფიო ბუსკივაძე
დანართი №1თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებები