თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №321 |
|
2021 წლის 26 თებერვალი ქ. თეთრიწყარო
|
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
|
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი წარმოადგენს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობისათვის აუცილებელ გადასახდელს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს.
4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი წარმოადგენს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სანებართვო პირობების შესრულების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის დაწესებულ გადასახდელს.
5. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ.
6. წინამდებარე ინსტრუქციით შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში და პირობებით სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
ა) მშენებლობაზე;
ბ) რეკონსტრუქციაზე;
გ) დემონტაჟზე;
დ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟ\განთავსებაზე.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ან/და მშენებლობის განმახორციელებელი ფიზიკური/იურიდიული პირი.
ა) ქალაქ თეთრიწყაროს და დაბა მანგლისის ტერიტორიაზე:
ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის – 3 ლარი;
ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის - დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი.
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე:
ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 2 ლარი;
ბ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის - დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლი სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;
გ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის – 0,50 ლარი;
2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) II კლასის ობიექტისათვის – 50 ლარი;
ბ) III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარი;
გ) IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარი;
3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის მშენებლობის მოსაკრებელი განისაზღვროს - 5,0 ლარი.
2. მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადაიხდევინება წინასწარ.
2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის (გარდა სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიებისა) განისაზღვროს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.
3. სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიების მოსაკრებელი განისაზღვროს სამუშაო ფართის (სავაჭრო დარბაზი) ყოველ 1 კვ/მ-ზე 0,50 ლარის ოდენობით.
2. არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართზე ან მათ ნაწილზე, ღია ტერიტორიების ფართზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და შესაბამისად არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
3. მოსაკრებლისგან სრულად თავისუფლდებიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები.
2. დასუფთავების მოსაკრებლი გადაიხდევინება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრი ერთობლივი განცხადებით მიმართავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებთან, საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და ინდივიდუალურ მეწარმეებთან, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებაზე გააფორმოს ხელშეკრულება.
6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
7. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილებების გაუთვალისწინებლად.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის დასრულებასთან ერთად.
4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს. გადასახდელი თანხის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს.
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
6. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ერთ თვეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის დატოვების და დაბრუნების ვადები. ამ ვადების ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
2. II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესები განისაზღვრება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით
3. კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ მიიღება:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15- 20 სამუშაო დღის ვადაში;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 30 სამუშაო დღის ვადაში.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.
ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 5 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი ;
ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 7 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი;
გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 10 სამუშაო დღის ვადაში – 700 ლარი.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელის მიერ;
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.
3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში უბრუნდება გადამხდელს.