ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 31 იანვარი ქ. ამბროლაური |
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის ოდენობა სოციალურად დაუცველი (100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) ფიზიკური პირებისათვის განისაზღვროს თვეში 0.25 (ოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით და ჯამში ოჯახზე, სულადობის მიუხედავად, არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.
ა) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“(www.matsne.gov.ge, 05/02/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.172.016068),
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №36 დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/10/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.117.016214).
|
მ=გXრ მ – ერთი თვის მოსაკრებელი გ – მოსაკრებლის განაკვეთი რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი ოდენობა. შენიშვნა: 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს 12,5 ლარს. |
დანართი №2
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
4. დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
6. მოსაკრებლის გადამხდელებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება დაგროვების ნორმის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული შესაბამისი ფართის, ადგილის მიხედვით.
3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.
4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება გადამხდელი პირის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.
3. გადამხდელი პირის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი.
3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 25 დღის განმავლობაში, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
2. ფიზიკური პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს ა(ა)იპ – არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.01.2018. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.117.016383.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №14, 31.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.117.016383 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4039836/