ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. ამბროლაური |
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება მ=გXრ მ - ერთი თვის მოსაკრებელი გ - მოსაკრებლის განაკვეთი რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი ოდენობა შენიშვნა: 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება ქ. ამბროლაურში შეადგენს 12,5 ლარს. |
დანართი №2
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვისა და გაუვნებლების მომსახურებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ფიზიკურ პირთათვის მოსაკრებელი განისაზღვროს 0,50 თეთრის ოდენობით თვეში ერთ სულზე და არაუმეტეს ოჯახზე 2 (ორი) ლარისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლების ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1|
№ საქმიანობა ზომის ერთეულიწლიური დაგროვების ნორმა მ3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი) 1 2 3 4 5 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკებისაერთო ფართის 1მ2 0.02 0.022 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებისაერთო ფართის 1მ2 0.04 0.043 თეატრი და კინოთეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0.17 0.184 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები ერთ მოსწავლეზე 0.1980.1 5 სასტუმროები ერთი საწოლი 0.480.5 6 საავადმყოფო ერთი საწოლი 0.64 0.677 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრებისაერთო ფართის 1მ2 0.09 0.098 სტომატოლოგიური კაბინეტებისაერთო ფართის 1მ2 0.14 0.159 სასურსათო საქონლის მაღაზიებისავაჭრო ფართის 1მ2 0.380.4 10 სამრეწველო საქონლის მაღაზიები აფთიაქისავაჭრო ფართის 1მ2 0.13 0.1411 შერეული საქონლის მაღაზიებისავაჭრო ფართის 1მ2 0.23 0.2412 ბაზრობებისაერთო ფართის 1მ2 0.21 კვირაობით 0.08 ყოველდღიურად 0.1213 ბენზოგასამართი სადგურებისაერთო ფართის 1მ2 0.05 0.0514 ავტო ტექ. მომსახურების ადგილებიღია საერთო ფართის 1მ2 0.01 0.01დახურული საერთო ფართის 1მ2 0.8 0.0815 აბანოებისაერთო ფართის 1მ2 0.1 0.1 16 სადალაქოები, სილამაზის სალონებისაერთო ფართის 1მ2 0.2 0.2017 შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურ. ობიექტებისაერთო ფართის 1მ2 0.13 0.1418 რესტორნები, სასადილოები, კაფეები ერთი დასაჯდომი ადგილი 0.480.5 19 საცხობებისამუშაო ფართის 1მ2 0.14 0.1520 საავტომობილო სადგურებიღია ფართის 1მ2 0.004 0.004 დახურული ფართის 1მ2 0.04 0.0421 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიებისაერთო ფართის 1მ2 0.004 0.00422 სარიტუალო და საბანკაეტო დარბაზები ერთი დასაჯდომი ადგილი0.3 0.3 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება მ=გXრ მ - ერთი თვის მოსაკრებელი გ - მოსაკრებლის განაკვეთი რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი ოდენობაშენიშვნა: 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება ქ. ამბროლაურში შეადგენს 12,5 ლარს. დანართი №2 დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაწინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“, „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. მუხლი 1. ზოგადი ნაწილი1. ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება–მოვალეობებს.2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.4. დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურეობის ორგანიზებასა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.2. მოსაკრებელი გაიანგარიშება დაგროვების ნორმის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული შესაბამისი ფართის, ადგილის მიხედვით.3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება 1. გადამხდელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისათვის.2. ნარჩენის წარმომქმნელ სუბიექტს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შეუწყდება იმ თვის დასრულებასთან ერთად, რომელ თვეშიც მან შეწყვიტა ნარჩენების წარმოქმნა.
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბმის ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ან/და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად ხელშეკრულება გაფორმებული იურიდიული პირის მიერ დადგენილი წესით.2. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 25 დღის განმავლობაში.3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას. |