ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი:
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი:
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი;
ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 500 ლარი;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 4500 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2500 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში –1000 ლარი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
4. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისა