1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 200 ლარი;
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 80 ლარი.
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2- მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 300 ლარი;
ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 150 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 100 ლარი.
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 400 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 100 ლარი.
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 250 ლარი;
დ.დ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობა