1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე  აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული  მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ  მშენებლობადასრულებული   შენობა-ნაგებობების  ან  მისი ნაწილის/ნაწილების  ექსპლუატაციაში  მიღების  თაობაზე აქტის გამოცემისათვის  (მასში ცვლილების შეტანის)  დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის  და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2.  მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას   და   ხორციელდება უსასყიდლო