1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო    ფართი არაღემატება 300მ2-ს:

ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 200 ლარი;

ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 80ლარი.

ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის  საანგარიშო  ფართობით 1500მ2- მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:

ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 300ლარი;

ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღისვადაში – 150ლარი;

ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში –100ლარი.

გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არაღემატება 6000მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის:

გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 400ლარი;

გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 200ლარი;

გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 100ლარი.

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000მ2-ს:

დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი;

დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400ლარი;

დ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 250ლარი;

დ.დ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო  ფართობით 1500  მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14მ-მდე სიმაღლის სათავსის მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების  (ექსპლუატაციაში  მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.

3. იმ  შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ  ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობა