1.   ამ   წესით   განსაზღვრული   დაჩქარებული   მომსახურებით   მოსარგებლე   პირები   ვალდებული   არიან   გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან  უნდა ერთვოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. მოსაკრებელი მთლიანად  ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიანი სახაზინო ანგარიში –

220122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი –

TRESGB22; შემოსავლის სახაზინო კოდი:

ა) მშენებლობის  (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების  მშენებლობის გარდა)  ნებართვაზე მოსაკრებელი – 30038309