ა) ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,5 ლარი;
ბ) სამ და მეტ სულიან ოჯახებზე თვეში 1,5 ლარი;
გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც პერსონალურად, ინდივიდუალურად მოიხმარენ სანაგვე ურნებს საკუთარ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენებისათვის, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 25(ოცდახუთი) ლარი;
დ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც სარგებლობენ საერთო დანიშნულების სანაგვე ურნებით, თვეში მათ სარგებლობაში არსებული ფართის ყოველ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარი;
ე) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 15(თხუთმეტი) ლარი.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისა