ა) ასაშენებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარი;
ბ) ასაშენებელი კომერციული დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან გათავისუფლდეს:
ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია , დანართი №1 -ის შესაბამისად