1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:

ა.ა) ერთჯერადი შემოწმება – 300 ლარი;

ა.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 700 ლარი;

ა.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 1500 ლარი;

ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2 - მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის:

ბ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 2000 ლარი;

ბ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 3000 ლარი;

ბ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 6000 ლარი;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2 -ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა:

გ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 4500 ლარი;

გ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 6000 ლარი;

გ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 8000 ლარი;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2 -ს:

დ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 7000 ლარი;

დ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 9000 ლარი;

დ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 12000 ლარი.

2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობა