1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს:
II-III- IV კლასების შენობა – ნაგებობებისთვის:
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ–ზე – 0,30 თეთრი;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ–ზე – 0,60 თეთრი;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ–ზე – 1,00 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა–ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობა