1. წყალტუბოს მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლი II-III-IV კლასების შენობა-ნაგებობებისათვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ -ზე 0,30 თეთრი.;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე 0,60 თეთრი;
გ) ოთხი შემოწმება ორი აკლენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე 1,20 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
დანართი №3
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქც