1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო–კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაში/სარგებლობაში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ან/და შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ან/და შესაბამისი სამსახური.
9. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
11. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება:
ა) ფიზიკური პირებისათვის (გარდა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) – 0.50 ლარი ერთ სულ მოსახლეზე თვეში;
ბ) ორგანიზებულ სექტორში განთავსებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – 0.40 ლარი ერთ სულზე თვეში;
გ) მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიული პირებისათვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 13.41 ლარი კუბ. მეტრი დაგროვილი ნარჩენების გატანისათვის.
12. მოსაკრებელი მეწარმე ფიზიკური პირის, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიულ პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის – ნარჩენების დაგროვების ნორმის და ნარჩენების წარმომქმნელის მიერ შემდეგი ცხრილის მიხედვით:
№
საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის მიხედვით
ზომის ერთეული
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა
მოსაკრებლების ღირებულება თვეში (ლარი)
1
2
3
4
5
1
შერეული საქონლის მაღაზია და სუპერმარკეტი
სამუშაო ფართის 1 მ2
0.3
0.33
2
სასურსათო მაღაზია
სამუშაო ფართის 1 მ2
0.3
0.33
3
სამრეწველო მაღაზია
სამუშაო ფართის 1 მ2
0.3
0.33
4
აფთიაქი
სამუშაო ფართის 1 მ2
0.5
0.55
5
შერეული საქონლის ბაზრობა
ერთი ადგილი
0.4
0.44
6
აგრარული ბაზარი
ერთი ადგილი
0.5
0.55
გარე ტერიტორია
0.04
0.044
7
კაფე, ბარი, რესტორანი სასადილო
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.7
0.77
ღია ტერირორია
0.04
0.044
8
სარიტუალო დარბაზი
საერთო ფართის 1 მ2
0.5
0.55
9
სასტუმრო
ერთი ადგილი
0.7
0.77
10
სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი
ერთ მოსწავლეზე
0.05
0.055
11
საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
ერთ აღსაზრდელზე
12
სახელწიფო დაწესებულების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ2
0.01
0.011
13
რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, აეროპორტი
ღია ფართის 1 მ2
0.02
0.022
დახურული ფართის 1 მ2
0.05
0.055
14
ფასიანი ავტოსადგომი
ფართის 1 მ2
0.3
0.33
15
კლუბი, კინოთეატრი, თეატრი
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.01
0.011
16
ტოტალიზატორი, კლუბი, სათამაშო აპარატები, ინტერნეტკაფე, სამორინე (კაზინო)
საერთო ფართის 1 მ2
0.7
0.77
17
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0.7
0.77
18
ავტოშემკეთებელი, სახელოსნო
ღია ფართის 1 მ2
0.05
0.055
დახურული ფართის 1 მ2
0.3
0.33
19
საამქროები
საერთო ფართის 1 მ2
0.19
0.19
20
ასფალტის ქარხანა
საერთო ფართის 1 მ2
0.19
0.19
21
ბეტონის ქარხანა
საერთო ფართის 1 მ2
0.19
0.19
22
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
საერთო ფართის 1 მ2
0.7
0.77
23
სტადიონი,საერთო ფართის 1 მ2
0.1
0.11
24
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და მანეჟი, სპორტ-კლუბი,საერთო ფართის 1 მ2
0.1
0.11
25
ფიტნესკლუბი
საერთო ფართის 1 მ2
0.1
0.11
26
საფოსტო და კავშირგაბმულობის დაწესებულება
საერთო ფართის 1 მ2
0.15
0.16
27
საპარიკმახერო, სილამაზის სალონი და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურეობა.
საერთო ფართის 1 მ2
0.4
0.44
28
პურის საცხობი, საკონდიტრო
საერთო ფართის 1 მ2
0.7
0.77
29
მშენებარე ობიექტი
საერთო ფართის 1 მ2
0.1
0.11
30
სარემონტო სამუშაო: გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა
საერთო ფართის 1 მ2
0.1
0.11
31
ღია ტიპის დასვენებისა და გართობის ადგილი
საერთო ფართის 1 მ2
0.04
0.044
32
სამხედრო ნაწილი და პენიტენციარური სისტემა
ერთი ადგილი
0.3
0.33
33
სასაწყობე, სამაცივრე მეურნეობა
საერთო ფართის 1მ2
0.04
0.044
34
ობიექტის ღია ტერიტორია
საერთო ფართის 1 მ 2
0.004
0.0044
35
მუზეუმი, ბიბლიოთეკა
საერთო ფართის 1 მ 2
0.02
0.022
36
საავადმყოფო, სამშობიარო სახლი
ერთი საწოლი
0.3
0.33
37
პოლიკლინიკა, სამედიცინო დაიგნოსტიკური ცენტრი, ექიმისა და სტომატოლოგიის კაბინეტი
საერთო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
38
ინვალიდთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლი
ადგილი
0.05
0.055
39
საოფისე შენობა
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
40
სარეკრიაციო ზონაში არსებული ადმინისტრაციული და სხვა ტიპის ღია და დახურული შენობები.
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
41
ავტოსამრეცხაო
საერთო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
42
შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტი
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
43
ავტონაწილების მაღაზია
საერთო ფართის 1 მ 2
0.3
0.3