1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება -
ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანას;
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.
4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. აკრძალულია რადიაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესებ