1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებიც თავიანთი მავნებლობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ცალკე შეგროვებას საჭიროებს, სამსახური ან ოპერატორი გამოყოფს სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის.
2. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენები მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანონ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, მისი ადგილსამყოფელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ წინასწარ გამოცხადდება საჯაროდ.
3. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენებისათვის გამოყოფილი სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომთან არც მის მოსვლამდე და არც მისი გამგზავრების შემდეგ არ შეიძლება მავნე ნარჩენების დატოვება. განრიგის ან მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, მავნე ნარჩენების მფლობელმა ისევ უკან უნდა წაიღოს ნარჩენები. მათი ჩაბარება შესაძლებელი იქნება სხვა დანიშნულ დრო