1. მუნიციპალიტეტმა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა და თანხის ამოღების ადმინისტრირება  შეიძლება განახორციელოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესებით.

2. ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა- დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს