სათამაშო ბიზნესის   მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;

ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

გ) სისტემურ – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

დ ) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

ე) აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ – ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი