1. ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლობას, განთავსებას.

2. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ სამანქანო და ქვეითად სავალ ქუჩებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, ტროტუარებს, ველოსიპედის სავალ ბილიკებს, ტბის სანაპირო ზოლს, კიბეებს (შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით), საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების.

3. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსპერიმენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორება.

4. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგეობა ან/და შესაბამისი სამსახური.

5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები.

6. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსებ