1. ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლებას, განთავსებას.
2. ვანის მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ სამანქანო და ქვეითად სავალ ქუჩებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, ტროტუარებს, ველოსიპედის სავალ ბილიკებს, კიბეებს (შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით), საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებსა და ფერდობებს.
3. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორება.
4. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები.
6. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსებ