1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს.

3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირებისა და გაუვნებლებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.

4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ, მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა.

5. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

7. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები.

8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს და წარმოადგინონ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

9. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის ან/და შეჩერების შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზ