1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი თბილისში მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას,  გაუვნებლებას, განთავსებას.

2. თბილსიში დაგვა-დასუფთავების მაშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ველოსიპედით სავალ ბილიკებს, კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით.

3. თბილისის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). თბილისის  დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.

4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.

5. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია.

6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. ამ პროცესის დაწყებისა და შესაგროვებელი სახეობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  თბილისის საკრებულო .

7. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსებ