1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები თბილისის საკუთრებაა, ხოლო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნორიოში არსებულ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თბილისის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები  თბილისის საკუთრებაა.

2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. სამსახური ან ოპერატორი არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს.

3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას  თბილისს  უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა პირს.

4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი სამსახური ან ოპერატორი არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებშ