1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი” არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს.
3. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი” არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებშ