1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი  სათავსები.

2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობითსხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.

4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, მოთხოვნის შემთხვევაში განუთავსდებათ კონტეინერები  შემდეგი სახით:

ა) მომხმარებელს, რომელსაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 200 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 1 ერთეული კონტეინერი;

ბ) მომხმარებლებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი ყოველთვიურად ერიცხებათ 200-დან 500 ლარამდე ოდენობით, განუთავსდებათ 3 ერთეულამდე კონტეინერი;

5. კონტეინერების (ურნების, ბუნკერების და სხვა შესაბამისი მოწყობილობების) განთავსებასთან დაკავშირებით შემოსულ განაცხადს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი” განიხილავს ინდივიდუალურად, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ წესზე მეტი ან ნაკლები (სხვადასხვა ზომის, მოცულობის) კონტეინერის განთავსებასთან დაკავშირებით.

6. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თვითონ დაიდგან სხვა მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერები, რომელთა  ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრთან” წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გამწევი პირი უფლებამოსილია არ გაიტანოს (არ დაცალოს) შეუთანხმებლად განთავსებული კონტეინერი.

7. კონტეინერების განთავსებასთან დაკავშირებით (ფერი, ოდენობა, ზომა, მოცულობა, განლაგება) გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”

8. ტერიტორიების სპეციფიკიდან და ურბანული დაგეგმარებიდან გამომდინარე სამსახურის ან ოპერატორის მიერ შესაძლებელია შეძენილი და განთავსებული იქნეს სხვადასხვა სახის და მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერები (ურნები, ბუნკერები) ან სხვა შესაბამისი მოწყობილობები.

9. მომხმარებელთა (საკუთარ, სარგებლობაში არსებულ და/ან მათზე მიმაგრებულ) ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნულ და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტეინერების დაცლის გრაფიკი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის გადაადგილების მარშრუტი, ნაგავმზიდი სპეციალური ტექნიკის ტევადობა, ერთ ტერიტორიაზე არსებული მომხმარებელთა ობიექტების ერთობლიობა და სხვა ფაქტორები, კონტეინერების მუნიციპალურ ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქუჩის სიგანე, გამტარუნარიანობა, დატვირთულობა, მიმდებარე ობიექტებისა და მოსახლეობის ინტერესები, მოთხოვნები და სხვა ფაქტორები.

10. მომხმარებლები ვალდებულნი არიან ნარჩენები ისე განათავსონ კონტეინერებში, რომ არ მოხდეს მათი გადავსება, ხოლო კონტეინერის გადავსების შემთხვევაში, ნარჩენები განათავსონ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.

11. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთათვისაც არ იქნება საკმარისი გამოყოფილი კონტეინერები, ვალდებულნი არიან თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობისა და ოდენობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა ფერი, მოცულობა, ფორმა და დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იქნეს ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრთან”

12. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.

13. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის,  ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

14. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“  შესაბამის წარმომადგენელს უფლება აქვს არ დაცალოს კონტეინერი და აღნიშნულის თაობაზე ვალდებულია აცნობოს  ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“

15. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან  ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.

16. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.

17. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მიერ.

18. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყროს სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.

19. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.

20. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს  ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრს”.

21. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრს”

22. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან ნებისმიერ  სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსში.

23. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება ა(ა)იპ. „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ, ა(ა)იპ. ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისა