1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების  მართვის ორგანიზების, მომსახურების წესების დადგენის, ოპერატორის შერჩევისა და   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.

2.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, საკრებულოს თანხმობით მერიის  მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი  (ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”)      უფლებამოსილია:

ა) ორგანიზება გაუკეთოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;

ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.

3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს  ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ მეშვეობით.

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება, ასევე ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვით.

5. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების,  რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.

7. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

8. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი,  აგრეთვე ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი”, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტებ