1. მოსაკრებელის განაკვეთი წესდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

4. ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი ელექტროენერგიის მომხმარებლები (აბონენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი), დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე,  რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან/და იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება აბონენტის (ელექტროენერგიის მრიცხველის) მესაკუთრის სახელზე.

6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრე