1.
მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
3.
მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო – კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების  კომბინაციებიც.
4.
მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება  საყოფაცხოვრებო  ნარჩენები.
5.
ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8.
მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის  გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
9.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
10.
ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
11.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას