1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.

2. ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულზე შეადგენს თვეში 0.5 ლარს, ხოლო 4 პირზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 2.00 ლარით ოჯახზე.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მოსარგებლეს), რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია.

4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.

6. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადახდა მომდევნო თვიდან უნდა მოხდეს ცვლილებების გათვალისწინებით.

7. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდა ცვლილების შესაბამისად უნდა განხორციელდეს მომდევნო თვიდან.

8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში  მოსაკრებელი მომდევნო თვიდან გადაიხდება ახალი ადგილსამყოფელის მიხედვით.

9. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც  შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

10. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალები