1. ამ წესის მიზნებისთვის დაჩქარებული მომსახურება გულისხმობს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ (შემდგომ – სამსახური) ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შინაარსისა.
2. დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ვადები