1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა ხარჯს.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.

3. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;

4.  მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობ