1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვომოსაკრებელი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს  0,5 ლარს.

2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარს.

3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის (წყალსადენი, გაზსადენი, ელექტრო გადამცემი ხაზები, ელკავშირი, არხები და სხვა) მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა თითოეული გრძივი მეტრისთვის შეადგენს: ფიზიკური პირებისთვის – 50 თეთრს, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის – 1 ლარს.

4. ამ მუხლში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიისგან  დაზიანებული ობიექტის მშენებლობ