1. ეს წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) მიერ მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. მომსახურება, რომელიც  არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლო