1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს მერიის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. მერიის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მერიის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მერია უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერია ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადები