1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიან საგადასახადო ანგარიშზე (სენაკი) ანგარიში (კრედიტი) – 220122900; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222, შემოსავლის სახაზინო კოდი:
ა) მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვაზე მოსაკრებელი – 30037309