1. დაჩქარებული მომსახურება, ამ ინსტრუქციით ითვალისწინებს, სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას.
2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად, ან/და საქმის სირთულის გამო, აუცილებელია განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელ