1.
დაჩქარებული მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.

2.
მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

3.
თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელ