1.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში –
მოსაკრებლის) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური (შემდგომში –
სამსახური).

3.
მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.

4.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის აქტი არის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი-ბრძანება (შემდგომში –
ბრძანება), რომელიც ადასტურებს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება