1.
დაჩქარებული წესით  მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტის მიღებისას მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ობიექტის კლასის და ვადების შესაბამისად.

2.
თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლების შესაბამისად, მოსაკრებლის განაკვეთი ორი ან რამდენიმე სხვადასხვა ოდენობისაა, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება მოსაკრებლის იმ განაკვეთის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.

3.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარ