1.
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მიერ (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2.
მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.

3.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურება – შემდგომში „მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტი