1. დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზ