1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ნარჩენის წარმომქმნელი ყველა პირისათვის არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირებისა და დაღუპულთა ოჯახები;
ბ) ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები;
გ) ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მათი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. არ დაერიცხებათ მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენ