1. დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მეწარმე ფიზიკურ პირებთან, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიულ პირებთან დებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში; ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდ. მეწარმეების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
3. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს:
ა) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.
ბ) საბავშვო ბაგა-ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.
5. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირებ