განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში - 3000 ლარის ოდენობით;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით