სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%-თ;
დ) სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციდან მიღებული ამონაგების 10%-თ;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი