ა)
კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15.000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1. 500 (ათას ხუთასი) ლარი;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30. 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი