ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2015 წლის 31 ივლისი ქ. ლანჩხუთი |
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა ( შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა .შ.). |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;დ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
მუხლი 3🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:ა)
ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 ლარი;ბ)
სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყლამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში სააგარაკო სახლის ან სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 2,5 ლარი.მესამე მუხლში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 5🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:ა)
კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15.000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1. 500 (ათას ხუთასი) ლარი;გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30. 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი.
მუხლი 6🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:ა)
II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:ბ)
IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი.
მუხლი 7🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა- დასუფთავების ხარჯებიდაიფაროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.ა)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურ პირებს), რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში);ბ)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურ პირებს), რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში);გ)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით;დ)
არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი). ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით;ე)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;ვ)
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები, გათავისუფლდნენ ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან.ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, მოსაკრებლის გადამხდელები, ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული მოსაკრებლის გადამხდელებად.
მუხლი 10🔗
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის დასუფთავების მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
მუხლი 11🔗
დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის თანდართული ინსტრუქციები კერძოდ:ა)
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1);ბ)
დამტკიცდეს დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (დანართი №2);
გ)
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 12🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07.03.2012წ.; სარეგისტრაციო კოდი: 210020020.35.112.016076) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №13 დადგენილება.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი №1
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია1.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.3.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.4.
მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.5.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
1.
მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.2.
მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.3.
მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო – კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.4.
მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.5.
ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.6.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.7.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.8.
მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.9.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.10.
ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.11.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.3.
გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.4.
ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.5.
უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.6.
უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის სახაზინო კოდზე.2.
დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები1.
დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანას;3.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.4.
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.5.
აკრძალულია რადიაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.6.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.7.
ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესები.ა)
ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;ბ)
საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები;გ)
სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები;დ)
დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;ე)
სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს;ვ)
ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;ზ)
ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;თ)
ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;ი)
ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.;კ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა–დასუფთავება - დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;
ლ)
სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;მ)
ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება;ნ)
მომხმარებელი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;ო)
ოპერატორი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;პ)
ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა - ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;ჟ)
ჟ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა;რ)
მოსაკრებელი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;ს)
მოსაკრებლის გადამხდელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს;ტ)
აბონენტი – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად შესაბამის სამსახურში.უ)
ინდივიდუალური მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.1.
ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლობას, განთავსებას.2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ სამანქანო და ქვეითად სავალ ქუჩებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, ტროტუარებს, ველოსიპედის სავალ ბილიკებს, ზღვის სანაპირო ზოლს, კიბეებს (შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით), საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების.3.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსპერიმენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორება.4.
დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.5.
ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები.6.
დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია შესაბამის სამსახურში დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად.2.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს.3.
ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირებისა და გაუვნებლებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.4.
ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა.5.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე.6.
საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.7.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.8.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები.9.
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები.10.
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის ან/და შეჩერების შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.11.
წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.